დაკავებების სერია თემქის პოლიციასთან - ადვოკატები დაკავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას ითხოვენ

18.01.25 21:55
დაკავებების სერია თემქის პოლიციასთან - ადვოკატები დაკავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას ითხოვენ

დაკავებების სერია თემქის პოლიციასთან - ადვოკატები, რომლებცი ამ წუთებში დიღმის იზოლატორთან იმყოფებიან, დაკავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას ითხოვენ.

უფლებადამცველების თქმით, თემქაზე დაკავებიდან 5 საათი იწურება და ამ დრომდე დაპატიმრებულების იზოლატორებში შესახლება არ მომხდარა.

ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მონახულების საშუალებას ჯერჯერობით არ აძლევენ. მეტიც, დღეს ისინი დაკავებულების ოჯახის წევრებთან ერთად იზოლატორ-იზოლატორ ეძებდნენ დაპატიმრებულ მომიტინგეებს. 

არ გვეუბნებოდნენ თუ სად ჰყავდათ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს დიღმის იზოლატორში შესახელება. ეს არის უფლებების დარღვევა, არცერთმა არ დარეკა, სავარაუდოდ, არ აძლევენ მათ დარეკვის საშუალებას. არ ვიცით რა მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ იყო სერიოზული შეხლა შემოხლა , არ ვიცით არიან თუ არა ნაცემები, ამიტომაც ვითხოვთ , მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას", - ამბობს ადვოკატი.

თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები