პროტესტის 52-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პროტესტის 52-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტთან არიან ადამიანები, რომლებმაც ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით ფილარმონიიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
ასეთი ხანგრძლივი, ყოველ დღე სხვადასხვა ფორმის აქციები ქვეყანას არ ახსოვს. ეს არის საყოველთაო, სახალხო პროტესტი ათი ათასობით ადამიანის მონაწილეობით. საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში ხალხი არ იღლება და ამბობს, რომ კიდევ ბევრი დღე იდგებიან გარეთ, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი უკან არ დაიხევს.