თვითმხილველი: მეტრო რუსთაველის ტერიტორიიდან 2 პირი გაიტაცეს

18.01.25 23:22
თვითმხილველი: მეტრო რუსთაველის ტერიტორიიდან 2 პირი გაიტაცეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა პირებმა რუსთაველის გამზირდან ორი პირი გაიტაცეს. 

პროევროპული აქციების მონაწილეების თქმით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

თვითმხილველი ასაჯაროებს ავტომობილების ნომრებსაც, რომელითაც მისი მტკიცებით სავარაუდო გამტაცებლები შემდეგი ნომრებით გადაადგილდებოდნენ: QQ734KQ, GM032MM,  M040717

ირკვევა, რომ ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, თუმცა გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მხოლოდ ოქმი შეადგინეს. 

მეგობრებო, გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველიდან, ჩატენეს მანქანაში, გამოვიძახეთ პოლიცია, მხოლოდ რეაგირების ოქმი შეავსეს. 
თვითმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომრები: QQ734KQ, GM032MM,  M040717

დაგვეხმარეთ მოძებნაში", - წერენ მოქალაქეები "დაიტოვეში".