ძალადობა პოლიციის განყოფილებაში - მეგობრების ინფორმაციით, დაკავებულ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს

19.01.25 11:31
ძალადობა პოლიციის განყოფილებაში - მეგობრების ინფორმაციით, დაკავებულ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს

გურამ  მაცხონაშვილს პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებული რეჟისორის მეგობრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ახალგარზდას კეფაში ურტყეს.

დაპატიმრებულის ახლობლები ამბობენ, რომ მაცხონაშვილზე სამოქალაქო ფორმიანმა პოლიციელმა იძალადა. მათივე ცნობისთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დაკავებულის ტელეფონი უნდოდა. პოლიციელს არ სჯეროდა, რომ რეჟისორს მობილური თან არ ჰქონდა და ამის გამო მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა.

ირაკვევა, რომ პოლიციამ აგინა ნიღბის ტარებისთვიის დაკავებულლ მარიამ პაიჭაძესაც.

დაკავების დროს ადგილი ჰქონდა არაპროპორციული და არასაჭირო ძალის გამოყენებას, რადგან მათ წინააღმდეგობასა არავინ უწევდა. თითოეულ მათგან ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, ჩვენ ვნახეთ და ადასტურებენ ისინიც, რომ არ იყო იმ სახის და პროპორციის ძლის გამოყენება საჭირო. მასთ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლებს, რათა, როგორც სჩანს, ენახათ პირდაი მომოწერა, ინფორმაცია, რისი უფლებაც არ აქვთ. ეს არის კანონდარღვევა, რასაც მასიურად ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. ბრალდება იყო ერთადერთი, რომ ეკეთატ პირბადე და სახე ჰქონდათ დაფარული და როგორც ჩანს, ამ ქვეყანაშ ეს უკვე სერიოზულ კრიმინალად აღიქმება“, - ამბობს უფელბადამცველი. 

ნიღბის ტარებისთვის დაკავებული 6 მოქალაქე ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. როგორც ადვოკატები ამბობენ, მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება.

თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.