თბილისში და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია
უწყვეტი პროტესტის 53-ე დღე - თბილისში და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია.
თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
19:00 საათზე კი, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.
21:00 საათზე, ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები” შედგება.
საპროტესტო აქცია გაიმართება ქუთაისის მერიასთან 19:00 საათზე
19:00 საათზეა დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“.
15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“.
18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით - „არა რუსულ რეჟიმს!“.