ადვოკატების ინფორმაციით, ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავეს

19.01.25 13:07
ადვოკატების ინფორმაციით, ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავეს

რუსთაველის მეტროსთან ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა -ეს ინფორმაცია დიღმის იზოლატორიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.

18 და 23 წლის ახალგარდები იურისტებს უყვებიან, რომ ისინი ადგილიდან ე.წ ტიტუშკების თავდასხმის გამო გარბოდნენ და არცერთმა არ იცოდა, რომ სამოქალაქო ფორმიანი შავოსნები, რომლებიც  აქციის შემდეგგ   ზანდუკელის ქუჩაზე დახვდნენ, პოლიციელები იყვნენ.

დაკავებიდან 12 საათის შემდეგ ირკვევა, რომ თბილისში ღამით დაკავებულ კვარაცხელიას და ტყემალაძეს ნიღბები საერთოდ არ ეკეთათ.

ვნახეთ დაკავებულები, რომელბმაც თქვეს, რომ აქცია უკვე დაშლილი იყო და სახლისკენ მიდიოდნენ. ზანდუკელის ქუჩაზე დაინახეს, რომ სამი მანქანა მოდიოდა მათი მიმართულებით, ეგონათ ე.წ. ტიტუშკები და გაიქცნენ. მათი მიმართულებით არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ პოლიციელები არიან და გაჩერებულიყვნენ. განმარტება არ მომხდარა, რის გამო დააპატიმრეს, შემდეგ გაირკვა რომ მათ ედავებიან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. გადაიყვანეს განყოფილებაში“, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.

ადვოკატ მარიამ მაღრაძის თქმით კი, მათი დაკავება შემთხვევით მოხდა და ისინი სხვა პირებში აერიათ.

როგორც დაადგინეს პოლიციის თანამშრომლებმა, რეალურად ისინი ეძებდნენ სხვა პირებს, რომლებიც იყვნენ აქციაზე და ჰქონდათ ფეირვერკი, აი, ეს იყო საფუძველი მათი დაკავების. ანუ შემთხვევით მოხდა, რეალურად სხვა პირებს ეძებდნენ და დააკავეს ოთო და რატი“, - აცხადებს მარიამ მაღრაძე.

დაკავებულების სასამრთლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

შსს-ის ინფორმაციით, ახალგაზრდები დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით არიან.

პირველი მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას.