სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს- შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

19.01.25 13:58
სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს- შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს- გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებას მოუწოდეს, სასწრაფოდ გამოუშვას ციხეებიდან სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ადამიანები.

სინდისის 51 პატიმარს შორისა ომის ვეტერანი და ცხინვალის თეატრის მსახიობი -ვეფხია კასრაძე ასევე, ქარელის მკვიდრი- ანატოლი გიგაური.

ვაპროტესტებთ უსამართლობას, უკანონობას, რომელმაც დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში. მხნედ მინდა იყვნენ, ყველას ვუცხადებ სოლიდარობას, ისინი არიან დღეს აბსურდის თეატრის პერსონაჟები, რომელიც უნდა დასრულდეს. ჩვენი მოსამართლეები არ უნდა გადაიქცნენ ანდროიდებად, რომლებსაც დაქოქავენ და უბრალოდ დაყრეუბული და დაბრმავებული ზის პროცესზე, ერთ წერტილში იყურება, ჩაქუჩს არრტყამს და დამთავრდა პროცესი“, - ამბობს სინდისის პატიმრის ვეფხია კასრაძის მეუღლე.