შსს-მ საბა ბუაძეზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო, თუმცა ადგილზე საგამოძებო მოქმედებები ამ დრომდე არ დაუწყით

19.01.25 13:53
შსს-მ საბა ბუაძეზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო, თუმცა ადგილზე საგამოძებო მოქმედებები ამ დრომდე არ დაუწყით

პარტიის ოფისთან “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე თავდასხმაზე შინაგან საქმეთა მინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. თუმცა თავდასხმის ადგილზე ამბობენ, რომ სამართალდამცველები ადგილზე არ გამოჩენილან და არანაირი საგმოძიებო მოქმედებები არ უნახავთ.

მიმდებარე ტერიოტრიაზე არის რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომლიდანაც, ობიექტზე დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ სამართალდამცველებს არანაირი ჩანაწერები არ წაუღიათ.

ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ შეესწრენენ ინციდენტს, ამბობენ, რომ თავდამსხმელები პოლიტიკოსს ესროდნენ ქვებს და ასევე მათ დაინახეს ცივი იარაღი, რომელიც მათი თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდა.

“პირველებმა“ მოახერხა 2 თავმდამსხმელის იდენტიფიცირება, ესენი არიან დავით ცაავა და ბიძინა კალაძე, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს არცერთი მათგანი გამოკითხვაზე არ დაუბარებია.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არანაირი განვითარება არ ყოფილა, შეგვეხმიანა გამომძიებელი, მაგრამ ცხადია, ამ გამოძიების იმედი არ მაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც მმართველი პარტია, პოლიცია და კრიმინალი არის ერთმანეთში გადახლართული. შესაბამისად, არც ჩვენების მისაცემად მივსულვარ და არც არანაირი იმედი მაქვს გამოძიების, რომელიც ბევრჯერ გვინახავს, რა ფორმით მოქმედებს და როგორ აფარებს ხელს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხელისუფლებას წარმოადგენენ“, - აცხადებს საბა ბუაძე.

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ განკარგულება იყო გაცემული, რომ მისულიყვნენ  და კოალიციის წევრებისთვის „ჭკუა ესწავლებინათ“.

არავითარი იმედი გამოძების არ მაქვს, რადგან არცერტ ფაქტი არ გვაქვს, დასანქციებული კოკა კაციტაძსი უწყებიდან, რომ ვინმე დაესაჯოს. სახეზე არის ტერორი“, - ამბობს ის.

იცნიდენტის დროს დაშვდა რამაზ მანდარაია, რომელიც გადაიყვანეს კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბთან პროვოკატორები მიაგზავნეს.  როგორც პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერდა, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს უცნობი პირები დახვდნენ, რომლებიც დანითა და ქვებით იყვნენ აღჭურვილები.

ვიდეოკადრებში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, რომ ერთ-ერთი პროვოკატორი ადგილზე მყოფ მეორე პირს თავს ესხმის და ქვას ესვრის.