ყაველაშვილი დღეს შეწყალებას გამოაცხადებს
“პირველების“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური პრეზიდენტი დღეს შეწყალების აქტს გამოსცემს, იგეგმება ათობით პატიმრის შეწყალება.
სოციალურ ქსელში პატიმრის არა ერთი ოჯახის წევრი წერს, რომ მსჯავრდებულები ციხის ადმინისტრაციამ დაიბარა და უთხრა, დაეწერათ თხოვნა, მიხეილ ყაველაშვილის სახელზე, შეწყალების თხოვნით.
დღეს ძალიან ბევრი წერთ, რომ უკვე ციხესთან ხართ და ელოდებით თქვენს პატიმრებს. ძალიან მიხარია, რომ წარმოვიდგენ დღეს ამდენ ბედნიერ ადამიანს გილოცავთ, ვისაც შეგეხოთ, მალე ყველას გვეზეიმოს თავისუფლების სიხარული. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი სიხარული მოგანიჭათ და პატიმრების ნაწილზედ მაინც იზრუნა, დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც გაგრძელდება და ყველას გვეწვევა მოულოდნელი თავისუფლება“,- წერენ სოციალურ ქსელში ჯგუფ “პატიმარი ადამიანიას“ წევრები.
“პირველების“ მოპოვებული ინფორმაციით, შეწყალებელი პატიმრების ნაწილს უკვე მოაწერინეს ხელი გათავისუფლების დოკუმენტებზე.