როგორ არღვევს რეჟიმი ადამიანის უფლებებს - რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში

19.01.25 15:12
როგორ არღვევს რეჟიმი ადამიანის უფლებებს - რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში

როგორ არღვევს რეჟიმი ადამიანის უფლებებს - რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში. როგორც ირკვევა, ძალადობის შემდეგ, ნიღბის ტარების გამო დაკავებულ რეჟისორს ტატუს გამო დასცინიან.

ამ ინფორმაციას “პირველებს“ გურამ  მაცხონაშვილის ოჯახი და ადვოკატი აწვდის. დაკავებულის და, ელენე მაცხონაშვილი ჰყვება, რომ მისი ძმა მეორე დღეა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის ქვეშაა. 

ელენე აცხადებს, რომ დაკავებული მხოლოდ 6 ადამიანი არ არის, რადგან მათ უკან მათი ოჯახის წევრები დგანან.

ტელევიზიით გავიგე, ვნახე როგორ აკავებდნენ, არც ადგილსამყოფელი და არც მდგომარეობა ვიცოდი. ადვოკატისგან ვიცი, რომ ტატუებზე განსაკუთრებული აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. გურამს სახეზე აწერია დრამა. ნუ დავიყვანთ ამას ციფრებამდე, დაკავებულია არა 6 პიროვნება, არამედ ამ ადამიანების უკან დგას ოჯახები, გულგახეთქილი მშობლები.

იქიდან გამომდინარე, რომ ვეგეტარიანელია, მინდოდა პროდუქტები შემეგზავნა, ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ცინიზმით იყო განწყობილი იქაური თანამშრომელი- ყველამ გავიგეთ, რომ ვეგეტარიანელიაო“, - ამბობს ელენე მაცხონაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გურამ მაცხონაშვილი, მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.