თავდასხმის გამოუძიებელი საქმე-საბა ბუაძე გამომძიებელს ბიძინა კალაძის და დავით ცაავას გამოკითხვაზე დაბარებას სთხოვს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ისევ არ მიდის და ექსპერტიზაზე არ მიაქვს დანაშუალის იარაღი. საუბარია დანაზე, რომლითაც ორი მოძალადე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ვაჟა ფშაველას გამზირზე გუშინ დახვდა.
საბა ბუაძემ გამომძიებელს დღეს თავად დაურეკა და მოითხოვა, ბიძინა კალაძის და დავით ცაავას გამოკითხვაზე დაბარებაც, რადგან ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ ეს ორი ადამიანი გაუსწორდა ფიზიკურად კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს.
“პირველებმა“ დიტო ჩალაძესთან გამოძების შესახებ ინფორმაციის მიღება სცდა, თუმცა მან განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემდა და ტელეფონი გათიშა.
“ვერ გაგცემთ პასუხს, აღნიშნულ საკითხე, მიმდინარეობს გამოძება და დამტებით კითხვებზე, გაგცემენმ პასუხს, - თქვა ჩალაძემ.
მესამე სექტორში არ აქვთ მოლოდინი, რომ თავდამსხმელების სათანადოდ დასჯა მოხდება, პირიქით, მიიჩნევენ, რომ “ოცნების“ მიზანია, რომ “ტიტუშკების“ დახმარებით გაუსწორდეს ოპოზიციას.
“ოცნებამ“ მწვანე შუქი აუნთო პოლიციასაც და “ტიტუშკებსაც, რაც გინდათ ისე გააკეთეთ, ოღონდ გაუსწორდით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და თქვენ არ დაისჯებით, რა თქმა უნდა ისინი არ დაისჯებიან, ვიდრე „ოცნება“ ძალაუფლებას ჯერ კიდევ აკონტროლებს. ვინც მათ მიერ დაწერილ კანონს ფორმალურდ დაარღვევს, მაშინვე ციხეში უნდა აღმოჩნდეს, ხოლო ვინც მათ შავ საქმეს აკეთებს და დანაშულებრივ ქმედებებს ჩადის, ისინი არ დაისჯებიან. ეს არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი საქციელი“,- ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.