ახალი მავთულხლართები და ორად გაყოფილი სოფელი ტახტისძირში - ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს

11.09.21 12:35
ახალი მავთულხლართები და ორად გაყოფილი სოფელი ტახტისძირში - ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს

ახალი მავთულხლართები და ორად გაყოფილი სოფელი ტახტისძირში - რუსმა სამხედროებმა უკანონო ინსტალაციები იმ ადგილას აღმართეს, სადაც აქამდე მხოლოდ ე.წ. საზღვრის ნიშნულები იყო.

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, 20 ჰექტარი მიწის ფართობი, საბოლოოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივებმა როგორც სახნავ-სათესი მიწები, ასევე საძოვრები დაკარგეს.  

მოსახლეობა შეშინებულია, რადგან საოკუპაციო ხაზი მათ სახლებთან ძალიან ახლოს მდებარეობს. 

მსგავსი სიახლეები