“სოლიდარობა მზია ამაღლობელს“ - ბათუმში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

19.01.25 15:36
“სოლიდარობა მზია ამაღლობელს“ - ბათუმში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

“სოლიდარობა მზია ამაღლობელს“ - ბათუმში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

ხალხი ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას და პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

აქციაზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის დასამარება, როცა ჟურნალისტებს მზიანმიმართულად აკავებენ და ასამართლებენ.

შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს, რომელიც მზია ამაღლობელს არაადამიანურად მოეპყრო. ასევე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძება სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა. ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას. მათ ორშაბათამდე აქვთ დრო“, - ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.