თემქის პოლიციის შენობასთან დაკავებული 6 პირიდან, 4 მათგანი გაათავისუფლეს
წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან 4 ადამიანი- მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს.
ინფორმაცია „პირველებს“ ადვოკატებმა დაუდასტურეს.
რაც შეეხება კიდევ 2 დაკავებულს- გურამ მაცხონაშვილს და რომან აკოფოვს, ისინი იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მათ წინააღმდეგ შსს-მ გამოიყენა პატიმრობის 48 საათიანი ვადა და მათი სასამართლო პროცესები ხვალ ჩაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ გურამ მაცხონაშვილი, მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.