თავდასხმის გამოუძიებელი საქმე - შსს-ს საბა ბუაძეზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკითხავს
შეიარღებული “ტიტუშკები“, ვინც კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს საბურთალოს ოფისთან ქვების სროლით თავს დაესხნენ, ამ დრომდე თავისუფლები არიან. თავდამსხმელების იდენტიფიცირება პოლიტიკოსებმა თავად მოახდინეს. საბა ბუაძემ შემთხვევის ადგილიდან თავადვე ამოიღო ცივი იარაღიც, თუმცა სამართალდამცავებს დალუქული დანა პარტიის ოფისიდანაც კი არ წაუღიათ.
საქმის გამომძიებელი, დიტო ჩალაძე „ტვ პირველის“ კითხვებს არ პასუხობს.
რაც შეეხება თავდამსხმელებს - ბიძინა კალაძე და დავით ცაავა არიან. სწორედ დავით ცაავას ეჭირა ხელში დანა.
თავდასხმა ქალაქის ცენტრი, ვაჟა ფშაველას 20 ნომერში მოხდა, სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა დამოტაჟებული და ასევე უამრავი მოწმე არსებობს, რომლებამც დაინახეს, თუ როგორ ისროდნენ “ტიტუშკები“ ქვებს.
კამერების გახსნით და თვითმხილველების დაკითხვით საქმის გახსნა საგამოძიებო უწყებას არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ადგილზე განთავსებული მაღაზიებიდან მხოლოდ და მხოლოდ “ისი პარი“ გვიდასტურებს, რომ პოლიცილებმა კამერები ამოღეს.
საბა ბუაძე გამოკითხვაზე მხოლოდ დღეს დაიბარეს, თუმცა რადგან გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს, “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გამოკითხვაზე მხოლოდ მაგსიტრი მოსამართლის წინაშე წარსდგება
თავდასხმის შედეგად, პარტიის წევრი - რამაზ მანდარია დაშვდა, რომელიც რესპუბლიკურის კლინიკაში იყო გადაყვანილი. თავდასხმიდან უკვე 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძება 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.