ძალადობა პოლიციის განყოფილებაში-რეჟიმის კიდევ ერთი სამიზნე რეჟისორი გურამ მაცხონაშვილია
გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებების სერიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორია რეჟიმის ნამდვილი სახე, როგორ ამუშავებენ რეპრესიულ მანქანას და აკავებენ ახალგაზრდებს განსაკუთრებული სისასტიკით.
დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ნიღბები გაიკეთეს, თუმცა მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. პოლიციის თანამშრომლების ძალადობა ამით არ დასრულებულა, ისინი დაკავებულ რეჟისორ გურამ მაცხონაშვილს ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაშიც გაუსწორდნენ. ახალგაზრდას კეფაში იმის გამო ურტყეს რომ არარსებულ ტელეფონს ითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალის გამოყენებას არ მორიდებიან არც ქალების მისამართით. თმებით ათრიეს და აგინეს მსახიობ მარიამ პაიჭაძესა და სონა კალანდაძეს.
დაკავებულების ადგილსამყოფელს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებიდან 5 საათის განმავლობაში ასაიდუმლოებდა. არც ადვოკატებთან და არც ოჯახის წევრებთან მათ დარეკვის უფლება არ მისცეს.
დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის შეფიც გოგა მემანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ რამდენი პოლიციელიც იქნება საჭირო ადამიანების დასაკავებლად, იმდენს მოაბილიზებს, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ვინც უშუალოდ დაკავებაში იღებდა მონაწილეობას, კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ.
დაკავებული 6 პირიდან, 4 უკვე თავისუფალია. წინასწარი დაკავების 24- საათიანი ვადა მხოლოდ გურამ მაცხონაშვილს და რომან აკოპოვს გაუხაგრძლივეს, თუმცა მიზეზი უცნობია. მათი სასამარლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება.