სისხლიანი დაპირისპირება დაჯგუფებებს შორის - “ხარებას“ რაზმის წევრებმა ჯონი მარიდაშვილს ცეცხლი გაუხსნეს

19.01.25 20:09
სისხლიანი დაპირისპირება დაჯგუფებებს შორის -  “ხარებას“ რაზმის წევრებმა ჯონი მარიდაშვილს ცეცხლი გაუხსნეს

“ხარებას“ და შინჯიკაშვილის  დაპირისპირება გრძელდება - წყარო "პირველებს" ეუბნება, რომ ზვიად ხარაზიშვილის დაჯგუფებამ ცეცხლი კიდევ ერთხელ გახსნა.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 17 იანვარს, სროლის ხმა იყო, თბილისში, ერთ-ერთ სპორტდარბაზთან.

წყაროს ცნობით, დაჭრილია გიორგი უბილავას ახლო გარემოცვის წევრი,  ჯონი მარიდაშვილი. გიორგი უბილავა კი თავის მხრივ შინჯიკაშვილის უახლეს გარემოცვას წარმოადგენს. 

„პირველებს“ კლინიკაში უდასტურებენ, რომ მარიდაშვილს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

მარიდაშვილი ჯონი, 33 წლის, შემოყვანილი 17 -ში ღამე, ჩაუტარდა მას ოპერაციული მკურნალობა, მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია. ამოღებული იქნა უცხო სხეულები. ქვედა კიდურებზე აღენიშნება პატარ-პატარა მრავლობითი დაზიანებები“, - უთხრა „პირველებს“ ექიმმმა.

ბოლო ერთ თვეში, ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა დაჯგუფებებს შორის. პირველი დაპირისპირების შესახებ ცნობილი გასული წლის 24 დეკემბერს გახდა.  მაშინ ნიღბიანები "ასპრიაში" შევარდნენ - თვითმხილველები "პირველებს" უყვებოდნენ, რომ დაახლოებით 100-მდე ადამიანი  დარბაზში კონკრეტულ პირს, რეჟიმის ერთ-ერთ ზონდერს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა და იმუქრებოდა.  

ვინ არის გიორგი უბილავა?

  • ის არის "ოცნების" ერთ-ერთი დასაყრდენი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია. მისი სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე, საუბარია აპრილის მოვლენებზე, როდესაც გმირთა მოედანზე შენიღბული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. 

"პირველების" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მარიდაშვილი დაჭრეს, უბილავამ ქვეყანა დატოვა. 

როგორ დაიწყო "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება?

 "შაბათის ეთერს" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დიდი დაპირისპირება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ "ხარებას" და  ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის დაჯგუფებებს შორის 10 ივნისს  რესტორანში დაიწყო.

"შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გარემოცვას შორის დაპირისპირება  რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული "ხარებას" შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს. 

"ხარება' "შინჯიკას" ყურის მოჭრითაც კი ემუქრებოდა. მაშინ მაღალჩინოსანი ქვეყნდანაც კი წავიდა. 

მსგავსი სიახლეები