“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე, კი „ტვ პირველი“ წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური პრეზიდენტი დღეს შეწყალების აქტს გამოსცემდა და ათობით პატიმარს შეიწყალებდა.
სოციალურ ქსელში პატიმრის არა ერთი ოჯახის წევრი წერდა, რომ მსჯავრდებულები ციხის ადმინისტრაციამ დაიბარა და უთხრა, დაეწერათ თხოვნა, მიხეილ ყაველაშვილის სახელზე, შეწყალების თხოვნით.