პროტესტის 53-ე დღე - ახალი არჩევნების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი კვლავ ქუჩაშია
პროტესტის 53-ე დღე - ახალი არჩევნების დანიშვნის და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი დღესაც ქუჩაშია.
მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით - „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის!“ მართავენ.
მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: “ჩართე სამართალი”, “თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!”, “არ დავიღლებით”, “ სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით”.
ასევე, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.