“ეს არის სუს-ში დაწერილია სია, რომელზედაც ყაველაშვილის ხელი მოაწერინეს“ - რას ამბობს ოპოზიცია სადავო შეწყალებაზე

20.01.25 11:18
 “ეს არის სუს-ში დაწერილია სია, რომელზედაც ყაველაშვილის ხელი მოაწერინეს“ - რას ამბობს ოპოზიცია სადავო შეწყალებაზე

ვინ შეიწყალა ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა? - ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ყაველაშვილმა ციხეებიდან ის კრიმინალები გამოუშვა, რომელზედაც თანხმობა სუსმა გასცა.

მათივე თქმით, ეს ხალხი რეჟიმს  ქუჩის ანგარიშსწორებებისთვის- ოპოზიციაზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის სჭირდება, რადგან შეუძლებელია 20 დღეში წაეკითხა, შეესწავლა და გაეანალიზებინა მიხეილ ყაველაშვილს 613-ი მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე.

ოპოზიცია ამბობს, რომ მთელი რიგი პროცუდურებია გასავლელი ვიდრე შეწყალების აქტი გამოიცემა - იწყება კომისიის მუშაობით, შემდეგ კი თითოეულზე ინდივიდუალურადდ იწყებს ფიქრს და მუშაობასს ჰუმანურ აქტზე ხელმომწერი.

არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილმა როგორ შეძლო 20 დღის განმავლობაში 600-ზე მეტი საქმის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, აჩენს ეჭვებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანშეწონილობასტან, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“, ეჭვესბ აჩენს ასევე ის ფაქტი, რომ მიხეილ ყაველაშვილისმიერ შეწყალებული პირების შესახებ არ არის გამოქვეყნებული, რა მუხლით გასამართლებულები არიან შეწყალებულნი, ეს არის მძიმე დანაშული თუ მსუბუქი. საქრთველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რადგან შეწყალება არის საჯარო აქტი, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შემავალი, და თუ „ოცნება“ არალეგიტიმური პრეზიდენტის გავლით, იღებს საჯარო გადაწყვეტილება, უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომელიც მუხლების მქონე პატიმრები არიან შეწყალებულნი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათი მეზვრიშვილი ამბობს, რომ “ეს არის სუს-ში დაწერილია სია, რომელზედაც ყაველაშვილის უბრალოდ ხელი მოაწერინეს“

ეს არ არის ჩვეულებრივი შეწყალება, როდესაც ჩვენ გვმართავს რეჟიმი, რომელიც ახორციელებს რეპრესიებს, როცა ქუჩაშია ე.წ ბეზპრიძელი, ადგილი აქვს ძალადობას, წამებას, თავდასხმას, და ამ დროს დე ფაქტო პრეზიდენტი გვეუბნება, რომ შეიწყალა 613 მსჯავრდებული. ამას წინ უნდა უძღოდეს ანალიზი არა მხოლოდ კრიმინოგენული ვითარების, არამედ რეციდივის ანალიზი. ისინი ვალდებულები არიან, რომ ეს ანალიზი საზოგადოებას აჩვენონ და პლუს ამას უთხრან, ვინ შეიყწალეს, რა დანაშულისთვის, ვინ იყვნენ კომსიიაში და ა.შ.ჩვენ გვაქვს ეჭვები, მათ ჯერ ანალიზის გარეშე გააკეტეს მასშტაბური ამნისტია, წინასაარჩევნოდ, ეს იყო ზონდერების ამნისტია, გვახსოვს, როგორც ჩანს, დარჩათ ისეთი მსჯავრდებულები, რომლებთანაც ვალში არიან, ან უნდათ ამ რეპრესიების პროცესში გამოიყენონ. 

ეს არის სუს-ში დაწერილია სია, რომელზედაც ყაველაშვილის უბრალოდ ხელი მოაწერინეს“, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს,  მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.