ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ხაშურის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

20.01.25 10:50
ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ხაშურის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ41-კმ120 (ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ხაშური) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე - დროებით აკრძალულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.