“გაათავისუფლე მზია ამაღლობელი“-მთავრობის ადმინისტრაციასთან მედია საპროტესტო აქციას მართავს

20.01.25 11:28
“გაათავისუფლე  მზია ამაღლობელი“-მთავრობის ადმინისტრაციასთან მედია საპროტესტო აქციას მართავს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში ჟურნალისტები არიან შეკრებილნი- მედია გამოცემა “ბათუმელების“ დამფუძნებლის უკანონო პატიმრობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები კობახიძესთან შესახვედრადდ მისულ ე. წ. მინისტრებს შეძახილებით აცილებენ - “გაათავისუფლე  მზია ამაღლობელი“,

“ჟურნალისტის დაჭერა პირდაპირი შეტევაა მედიის თავისუფლებაზე“ - აცხადებენ მთავრობის ადმიინსტრაციასთან მოსულები და რეჟიმს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მომიტინგეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ-თანამდებობა უნდა დატოვოს ბათუმის პოლიციიის მაღალჩინოსანმა ირაკლი დგებუაძემ.

გვინდოდა დღეს აქ ვმდგარიყავით და აქედან გაგვეხმაურებინა ჩვენი მოთხოვნები: პირველ რიგში მთავრობას მოვუწოდებთ, რომ პროკურატურამ შეცვალოს თავისი მიმართვა, მიმართოს სასამართლოს თავიდან და მოითხოვოს მზიას მიმართ გირაო. პატიმრობა არის დასჯა, მისი დასჯის არნაირი საფუძველი არ არსებობდა. ასევე, სააპელაციო რას აპირებს, არ ვიცით, დღეს გავიგებთ, რადგან ვადები დარღვეულია. ასევე კაციტაძის უწყებას მოვუწოდებთ, დროულად დაიწყოს გამოძიება. მზიას მოექცნენ არაადამიანურად, მიაყენს შეურაცხყოფა და ამაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ“, - ამბობს ჟურნალისტი, ლიკა ზაკაშვილი.

აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ დიდი ხანია რაც ჟურნალისტების დევნა დაწყებულია და ეს მზია ამაღლობელის დაპატიმრებით არ დაწყებულა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან უფრო ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.