ამდენი პირი ერთდროულად არცერთ პრეზიდენტს შეუწყალებია- ლონდა თოლორაია ბოლო 10 წლის შეწყალების სტატისტიკას აქვეყნებს

20.01.25 11:06
ამდენი პირი ერთდროულად არცერთ პრეზიდენტს შეუწყალებია- ლონდა თოლორაია ბოლო 10 წლის შეწყალების სტატისტიკას აქვეყნებს

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში ბოლო 10 წლის შეწყალების სტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ “ამდენი პირი ერთდროულად არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია“.

თოლორაია ვარაუდობს, რომ “დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი“.

„ამის შედეგები მალე გამოჩნდება“,- წერს თოლორაია.

ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს, ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა მაინ დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.

ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი - 69, 2023 - 46, 2022- 23, 2021 - 18, 2020 - 20, 2019 - 47, 2018 - 362, 2017- 548, 2016 - 579, 2015 - 730, 2014 - 555, 2013 - 857.

არასამთავრობო სექტორია ,,გამჭვირვალობის კანონის” მომღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში“, - წერს თოლორაია.

გუშინ, 19 იანვარს,  მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.