ქართველმა ქალმა შეიხს 2 600 000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოპარა

11.09.21 13:12
ქართველმა ქალმა შეიხს 2 600 000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოპარა

ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა, 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა, „რუდავის“ ცნობით, შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში 3 სექტემბერს მოხდა.

გამოცემის ცნობით, მასშტაბური ძარცვის შემდეგ, ქალმა გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ ნაქურდალი ძვირფასეულობისა და ფულის დიდი ნაწილის ამოღება შეძლო.  ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ თან მხოლოდ 20 000 ათასი აშშ დოლარის წაღება მოახერხა.

გამოძიების ინფორმაციით, ქალს სამი თანამზრახველი ჰყავდა. ამასთან ირკვევა, რომ ბრალდებული ერაყში საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდა.

გამოძიების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების გამო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, რომ სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შესულიყო და ძარცვის იმიტაცია მოეწყოთ. ქალზე ეჭვი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან შეიხის სახლი მოულოდნელად დატოვა. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი თავს თურქეთს აფარებს. 

ქართველ ქალთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს. აქიდან სამი უკვე დაკავებულია.