მოსამართლემ 21 წლის სტუდენტი გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობსი გარდა, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ძალაში დარჩა.
მინდაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
პროკურატურა პროევროპული აქციების მონაწილე სტუდენტს, პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
გამოძიება ირწმუენბა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა.