მზია ამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტები კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ
ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
მედიის წარმომადგენლები დღეს, 17:00 საათზე, ამ მოთხოვნით კაციტაძის უწყებასთან მივლენ და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
დგებუაძე "ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მიმართ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაშია მხილებული. როგორც ამაღლოებლამ უფლებადამცველებს იზოლატორში შეხვედრისას უთხრა, დაკავების შემდეგ, დგებუაძემ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენჯერმე სცადა და სახეში შეაფურთხა.
ვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 5 საათზე მზიას კოლეგები მივალთ სპეციალურ საგამოძებო სამსახურთან, კოკა კაციტაძის უწყებასთან და მოვითხოვთ მასთან შეხვედრას, რადგან ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ, სამსახურმა დაიწყო მზიას მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება. საჯარო იყოს ყველა დეტალი, რაც გამოძიების ფარგლებში გახდება ცნობილი და ასევე, შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას. თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც ისჯება თავისი პროფესიული და მიუკერძოებელი საქმიანობისთვის. ის არ იმსახურებს პატიმრობას დ დ აუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან“,- განაცხადა ჟურნალისტმა, ლიკა ზაკაშვილმა.
ამასთან, დღესვე, 15:00 საათზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მზია ამაღლობელის საქმეზე ახალ დეტალებს გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები აქცია გამართეს და გამოცემა “ბათუმელების“ დამფუძნებლის უკანონო პატიმრობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები კობახიძესთან შესახვედრადდ მისულ ე. წ. მინისტრებს შეძახილებით აცილებდნენ - “გაათავისუფლე მზია ამაღლობელი“.