სადავო შეწყალება - უცნობია, რა კატეგორიის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ყაველაშვილმა

20.01.25 13:24
სადავო შეწყალება -  უცნობია, რა კატეგორიის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ყაველაშვილმა

ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო პრეზიდენტი და ადმინისტრაცია დუმს - საჯარო მოწოდებების მიუხედავად, ხალხს ამ დრომდე არ ეუბნებიან, რა კატეგორიის დანაშაულებებისთვის გასამართლებული პატიმრებისთვის გაიხსნა ციხის კარი, ჩაატარეს თუ არა წინასწარი კვლევა და შეაფასეს თუ არა რისკები.

ასევე არ საჯაროვდება, დამოუკიდებლად შეადგინა ყაველაშვილმა მსჯავრდებულების სია, თუ შექმნა კომისია, რომლის რჩევითაც პატიმრები გაათავისუფლა.

„პირველების“ ინფორმაციით, გათავისუფლებული მსჯავრდებულების ნაწილი ის ადამიანები არიან, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მესამე და მეოთხე ნაწილით იყვნენ გასამართლებულნი, რაც თაღლითობას გულისხმობს. 

მესამე სექტორს აინტერესებს, არის თუ არა გათვლილი ის რისკები, რომელიც შესაძლოა, შეწყალებას მოჰყვეს. ლონდა თოლორაია არ გამორიცხავს, რომ ეს შეწყალება გამოძიების საგანი გახდეს, რადგან შეუძლებელია 613 მსჯავრებულის საქმის შესწავლა ასე მალე მომხდარიყო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ვფიქრობ, ეს აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი, ნუ ამ ხელისუფლების პირობებში არა, მაგრამ შემდგომ. რა თქმა უნდა, ის ვერ მოასწრებდა ამდენი ადამიანის საქმის შესწავლას და იმისგაანალიზებას, არიან თუ არა ეს ადამიანები საშიშები, რომელთა მიმართ შეწყალება გამოიყენა. ცხადია, ეს დაკავშირებულია არჩევნებთან, ძალიან ბევრი ადამიანი დაუგროვდათ, ვისაც პატივი უნდა სცენ.

ეს ძალიან საშიშია საზოგადოების თითოეული წვერისთვის, ჩვენთვის, ვინც დავდივართ ქუჩაში. ხელისუფლება, რომელიც გამჭვირვალობის სახელით გველაპარაკება და რომლისთვისაც არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა ყოფილა მნიშვნელოვანი, მათთან გვაქვს კითხვა, რა დანაშაულისთვის შეიწყალა ამდენი ადამიანი,  რა დანაშულებისთვის მსჯავრდებულებმა დატოვეს საპატიმრო დაწესებულება“, - ამბობს ლონდა თოლორაია.

როცა ამდენი ადამიანის გათავისუფლება ხდება, ამას წინ უნდა უსწრებდეს პროცედურები, გარკვეული შეფასება, თუ როგორ მიირება გადაწყვეტილებები. თუმცა აქ ეჭვია იმის, რომ წინასაარჩენო პერიოდში, ამომრჩეველთა მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა იყო, პატიმრის გათავისუფლებსი დაპირება, ხმების მობილიზების სანაცვლოდ. ეს რეჟიმი ერთგვარად ვალს იხდის ამ ადამაინების წინაშე და ამიტომ მოხდა ასეთი გაუმჭვირვალე გადაწყვეტილების მიღება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანების ჩართვა მოხდეს საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ გარკვეული“, - აცხადებს ტატო ქელბაქიანი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.