მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში - ქართველმა ემიგრანტებმა კანადაში საპროტესტო აქცია გამართეს
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად კანადაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოს მოქალაქეები ტორონტოში შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ფილიპინელი ჟურნალისტის მარია რესას წიგნის პოსტერი. ეს ის წიგნია, რომელიც რეჟიმის პატიმარმა მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში მიიტაანა.
გვინდა, სოლიდარობა გამოვხატოთ სისტემის პატიმრების მიმართ, სისტემა ყარს და ეს უკევ ფაქტია. მზია ამაღლობელი დღეს არის საპატიმროში იმის გამო, რომ იცავს სიტყვის თავისუფლებას. სისტემას კი სურს გააჩუმოს ადამიანები, ვისაც თავისუფლება უნდა ქვეყნისა და საზოგაოებისთვის. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს, სისტემა დასანგრევია“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.