სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება შშს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.