ივანიშვილების ოჯახს ფული გაუყინეს - ოლიგარქის გუნდის პირველი შეფასება
ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს შვეიცარულმა ბანკმა ანგარიშები გაუყინა- Julius Baer-მა ივანიშვილი გააფრთხილა, რომ ანგარიშებს საერთოდ დაუხურავს. ამის შესახებ ქართველი ოლიიიგაქის ადვოკატი იუწყება.
ასევე ირკვევა, რომ არა მხოლოდ ანგარიშები აქვთ გაყინული ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, არამედ წვდომა შეზღუდული აქვთ მოგებაზე, ე.წ. ჰეჯ ფონდებზე.
ამ ყველაფრის შემდეგ ოლიგარქის გუნდი ცდილობს, თავს შვეიცარულ ბანკს დაესხას და ეს ყველაფერი შანტაჟად წარმოაჩინოს.
სანქციები შემოვიდა და უკავშირდება კონკრეტულად ამ ბანკში არსებული აქტივების განკარგავს, თქვენ იცით, რომ ეს სანქციები არის უკვე წარმავალი, წინა ადმინისტრაციის ბოლო დღეებში მიღებული. მთლიანად პროცესები, რომელიც ბანკმა წამოიწყო, ნახეთ, რამდენად არასამართლიანი იყო, ეს დადასტურდა სასამართლო გაადწყვეტილებითაც, მაგრამ დავინახეთ, რომ აღსრულების გზაზე მას შეექმნა პრობლემები“, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
თბილისის მერი კი კვლავ ჯიუტად იმეორებს, რომ სანქციებით და შანტაჟით მათ ვერავინ შეაშინებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულონ.
ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ სანქციებით და სანქციების შანტაჟით ვერავინ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყანაზე და ქვეყნის ინტერესზე. თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ, თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობია საკუთარ თავზე იფიქროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გაქვთ უმძიმესი მდგომარეობა, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის - ამის შესახებ განცხადებას მისი ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს.
ირკვევა, რომ ბანკმა აშშ-ის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზეც განავრცო.
Julius Baer არის ბანკი, სადაც ოლიგარქმა Credit Suisse-სთან დავის შემდეგ აქტივების დიდი ნაწილი გადაიტანა.
ლაშა კალანდაძის მტკიცებით, ივანიშვილს Julius Baer-თან პრობლემები სანქციების დაწესებამდეც ჰქონდა, "რადგანაც ბანკმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა ანგარიშის შეჩერების მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენდა. აშშ-ის სანქციების შემდეგ კი ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრების ანგარიშების მომსახურებაც შეაჩერა".