მზია ამაღლობელი შიმშილობს - ჟურნალისტს 1 კვირაა საკვები არ მიუღია
"ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს - როგორც უფლებადამცველების დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ჟურნალისტს დაკავების შემდეგ, 1 კვირაა საკვები არ მიუღია.
„საიას“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ფორმით ის გამოხატავს პროტესტს იმ საქმის მიმართ, რომელსაც ყველა აბსურდად აფასებს.
ქურდოვანიძემ ისაუბრა ჟურნალისტის მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც და კიდევ ერთხელ აღნიშნა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ძალადობრივი ქმედებების შესახებ.
როგორც ცნობილია, დგებუაძემ დაკავების შემდეგ, რამდენჯერმე სცადა ჟურნალისტს ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა მას წყლისა და სხვა პირველადი საჭიროებების მიღების საშუალებას.
როგორც ბრიფინგიდან ირკვევა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა, მათ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, თუმცა, გასაჩივრების ვადები დაირღვა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ დღეს ჩაბარდა საჩივარი.
ადვოკატებმა 353-ე მუხლის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამაღლობლის წინააღმდეგ ამ მუხლით საქმის წარმოება არასწორია.
სტიკერის გაკვრა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და ასეთ დროს დაუშვებელია პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავება იყო თვითნებური და ამასტანდ აკავშირებით საჩივარი შევა შესაბამის უწყებაში. არაერთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დგებუაძემ ამაღლობელს, ის ცდილობდა დაკავების ოთახში შესვლას რამდენჯერმე, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას კი სახეში შეაფურთხა.
რაც შეეხება 353-ე მუხლს. ის თავისტავში აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად. ეს არის თავდასხმა, როგორც ძალადობრივი და აგრესიული აქტი, მისი განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხირციელებასთან, ამ საქმეში, გაშლილი ხელი, რომელიც დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემნტსარ მოიცავს. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიცაიში არ ჯდება. ამ ქმედების კვალიფიცირება წარმოადგენს უკანონობას, რაც პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მახასიათებელი, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს და მზადაა იბრძოლოს ბოლომდე.
შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები დღეს, 17:00 საათზე კაციტაძის უწყებასთან მივლენ და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.