რატომ ჩააბარა კობახიძემ ძალოვანი უწყების ექს მაღალჩინოსანს საუნივერსიტეტო რეფორმა-სტუდენტების რეპრესიებზე საუბრობენ
რეფორმა რეპრესიებისთვის - თავდაცვის ექს მინისტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს მაღალჩინოსანს და სუსის ასევე ექს თანამშრომელს, ლევან იზორიას ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო რეფორმა ჩააბარა. ანუ იმ ხალხის მეთვალყურეობა, ვინც, თითქმის, ორი თვეა რეჟიმის წინააღმდეგ დაუღალავად იბრძვის, აქციებს მართავს უნივერსიტეტებშიც და მონაწილეობს ქუჩის პროტესტებშიც.
სტუდენტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეჟიმს განათლების სისტემაშიც საპოლიციო კონტროლი სჭირდება, სწორედ ამიტომ შეარჩიეს ამ პოსტისთვის ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი.
მათი თქმით, ეს რეფორმები მიმართული იქნება იმისკენ, რომ სრულად გაწმინდონ საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო სისტემა და სრულა დაემორჩილოს ეს სფერო ხელისუფლებას.
გაწერეს 4 წელზე, რადგან ისინი კარგად ხვდებიან, რომ შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით გაასუფთავონ სისტემა იმგვარი ელემენტებისგან, რომელიც მისთვის და ამ ტიპის დიქტატორული რეჟიმებისთვის არის წინააღმდეგობრივი, შესაბამისად, როცა გეგმავენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად დიქტატურის დამყარებას, საბოლოო ჯამში, ციდლობენ, ამ ქვეყანაში, ამ ვადებში მოაგვარონ უნივერსიტეტებში საკითხი“, - ამბობს ნიკო მანაგაძე.
როგორც ირკვევა, იზორია იქნება ამ უწყების ხელმძღვანელი, რაც იმსი ნიშანია, რომ ივანიშვილს ეს უწყება აინტერესებს, და სჭირდება კადრი ამ უწყებისთვის, რომელიც უკვე გამოცდილი ჰყავს სანდოობაში,“- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
დრეს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის მთავრობა საუნივერსიტეტო რეფორმისთვის სამთავრობო კომისიას ქმნის - განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის მტკიცებით, მათი გეგმაა, საუნივერსიტეტო სისტემის გარდაქმნა, რითაც სტუდენტი საქართველოში შეძლებს მიიღოს "იმ ხარისხის განათლება", რაც ევროპულ ქვეყნებშია.