“თავისუფლება მზია ამაღლობელს“- მედიის წარმომადგენლები კოკა კაციტაძის უწყებასთან საპროტესტო აქციას მართავენ

20.01.25 17:24
“თავისუფლება მზია ამაღლობელს“- მედიის წარმომადგენლები კოკა კაციტაძის უწყებასთან საპროტესტო აქციას მართავენ

პირველი ქალი პოლიტპატიმარი, მზია ამაღლობელი ახლა რუსთავის ციხეში შიმშილობს. აბსურდული ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი რამდენიმე დღეა მხოლოდ წყალს იღებს.

მედიის წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქციას მართავენ. მედიას კოკა კაციტაძესთან შეხვედრა უნდა. მათ კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ-ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსულება შეუწყდეს, რადგან ის არადამაინურად მოეპყრო დაკავებულ ქალს. 

ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გვინახავს, მაგრამ დასრულებული და დასჯილი ვინმე არა.  მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელი არ დასჯილა, ეს არ იყო მხოლოდ თავდასხმა, ეს იყომკვლელობის მცდელობა, კოკაკაციტაძე გულგრილია, რადგან ის ასრულებს რუსული რეჟიმის დაკვეთას. ჩემი აქ დგომის მიზანია, რომ ყველგან, სადაც შევძლებ, დავუდასტურო ამ ხელისუფლებას, რომ ძალიან ბევრნი ვართ, არამარტო ჟურნალისტები,ა რამედ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც არ დავთმობთ თავისუფლებას. არ დავუშვებთ იმას, რომ ეს იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანს საკუთარი უფლებების დასაცავად ციხეში უწევს შიმშილობა. მზიამ თქვა, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი არის თავისუფლება, შეუძლებელია ეს სიტყვები გაიგო და მშვიდად იჯდე სახლში“, - ამბობს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კაციტაძის უწყებამ დაიწყო საქმის გამოძიება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მედიის წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას გამართავდნენ.