თუ სააპელაციო ამაღლობელს პატიმრობას არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ- საია
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
ქურდოვანიძე ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, რაც აჩნეს ეჭვეს, რომ “ეს არის კიდევ ერთხელ წნეხის და დასჯის ფორმა, რომ მზია ამაღლობელს დროულად არ ჰქონდეს პასუხი და იყოს მოლოდინის რეჟიმში.“
კანონში ცალსახად წერია, რომ საჩივრის შეტანიდან ჯამურად განსაზღვრულია 72 საათი. ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ იმავე დღეს, როდესაც საუბარია თავისუფლების ისეთ უკიდურეს ფორმაზე, როგორიც არის პატიმრობა, სასამართლო ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჩივრის მიწოდება სააპელაციო სასამართლოსთვის. რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა. ეს რატომ არ მოხდა ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც კანონმდებლობისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ ეს საპროცესო ვადა დარღვეულია და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რაც დაემატა დარღვევების ჯაჭვს, რომელიც საქმეშია. შესაძლოა, ეს არის კიდევ ერთხელ წნეხის და დასჯის ფორმა, რომ მზია ამაღლობელს დროულად არ ჰქონდეს პასუხი და იყოს მოლოდინის რეჟიმში.
ჩვენ ამ პროცედურულ დარღვევას და ყველა სხვა შინაარსობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ იქნება აპელაციისგან ადეკვატური პასუხი, გამოვიყენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმს და მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.