თემქის პოლიციასთან დაკავებული რომან აკოფოვი 2 200 ლარით დააჯარიმეს

20.01.25 17:49
თემქის პოლიციასთან დაკავებული რომან აკოფოვი 2 200 ლარით დააჯარიმეს

თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი 2 200 ლარით დააჯარიმეს.

აკოპოვს 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რომან აკოფოვი 18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 5 პირთან ერთად დააკავეს, 4 მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულის, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს.