გურამ მაცხონაშვილს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 ათასი ლარიანი ჯარიმა დააკისრა
რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
2 200 ლარით დააჯარიმეს თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვიც.
აკოპოვს 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რომან აკოფოვი და გურამ მაცხონაშვილი 18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირთან ერთად დააკავეს, 4 მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს.