განგსტერებად ქცეული ძალოვანები - "ხარება"- შინჯიკაშვილის ჯახი გრძელდება
განგსტერული გარჩევის შემდეგ, სიკვდილს სასწაულით გადარჩენილმა ჯონი მარიდაშვილმა, კლინიკა ჰელსიკორი დღეს დატოვა. ის ამბობს, რომ არ იცის, ვინ შეუვარდა სპორტდარბაზში და ვინ ცდილობდა მის ჩაცხრილვას.
ბრძოლა წესების გარეშე მონაწილეს, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ხელისუფლების ორი არაფორმალური დაჯგუფების ჯახს შეეწირა, ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების მხარდამჭერად მოიაზრება.
მარიდაშვილს ჩასაფრება "ასპრიასთან", სპორტულ დარბაზთან მოუწყვეს და მთელი მჭიდი დააცალეს. ის ამტკიცებს, რომ არ იცის ვინ ესროლა და მის ახლო მეგობართან გიორგი ისაკ უბილავასთან ნაცნობებსაც კი უარყოფს.
სპორტდარბაზ "ასპრიას" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები გვიდასტურებენ, რომ 17 იანვარს ისმოდა სროლის ხმა, თუმცა გომელაურს მისი ნათესავი "ხარებას" და ვიცე-გუბერნატორის განგსტერული გარჩევის ახალი რაუნდის შესახებ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
"ხარებას" რაზმების და ვიცე-გუბერნატორის დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება. ყველაფერი ზაფხულში, რესტორანში ჩხუბთ დაიწყო. შინჯიკაშვილმა და მისმა რაზმმა გინება არ აპატიეს, ჩაუსაფრდნენ და "ხარებას" დარბევების სამმართველოს უფროსი ბოლოთაშვილი სასტიკად სცემეს.
ამის შემდეგ "ხარება" მათ ყურის მოჭრით ემუქრებოდა. შინჯიკაშვილიც და მისი რაზმის წევრი გიორგი ისაკ უბილავა ქვეყნიდან გაიქცნენ და მხოლოდ არჩევნების წინ დაბრუნდნენ. არჩევნების დასრულების შემდეგ, "ხარებას" რაზმმა უბილავას სპორტულ დარბაზში მიაკითხა და ეძებდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამის შემდეგ უკვე შინჯიკაშვილის ხალხმა მიაკითხა "ხარებას", საპასუხოდ კი უკვე 17 იანვარს ჩასაფრება გიორგი უბილავას მეგობარს მოუწყვეს და ესროლეს. დაჭრილის ძმა ამბობს, რომ პოლიციამ დაზარალებული ჯონი მარიდაშვილი დაკითხა, თუმცა მას თავდამსხმელად არც "ხარება" და არც მისი ხალხი არ დაუსახლებია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.