მრავალწლიანი პატიმრობისთვის განწირული ჟურნალისტი - მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო
სინდისის პატიმარმა მზია ამაღლობელმა ციხეში შიმშილობა დაიწყო - უკვე 7 დღეა, ის მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აპროტესტებს უკანონო პატიმრობას. "ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა"- წერს წერილში ჟურნალისტი, რომელიც რეჟიმმა ციხეში მისი საქმიანობის გამო გამოკეტა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება რეჟიმის სანქცირებული მინისტრის ვახტანგ გომელაურის სანდო პოლიციელის, ირაკლი დგებუაძის ჩვენებაა. დგებუაძე ამტკიცებს, რომ როდესაც მას სილა მზია ამაღლობელმა გააწნა, ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ჟურნალისტმა ირაკლი დგებუაძეს სილა ნამდვილად გააწნა, თუმცა ეს პოლიციელზე თავდასხმა ვერ იქნება. ეს არის ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ თავდასხმად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როცა პოლიციელს საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობის გამო უშლი ხელს, აქ არ წერია, რომ სილის გაწვნაა თავდასხმაა.
ალიყურს მიზეზი ჰქონდა. დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატები ამბობენ, რომ დგებუაძემ იზოლატორიდან გამოსულ ჟურნალისტს აგინა, რის გამოც გაბრაზებულმა მედიამენეჯერმა მას პასუხი ამ ფორმით დაუბრუნა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაბედა გამოძიების დაწყება დაკავებული ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე.
ეჭვი არავის ეპარება, რომ მზია ამაღლობელი ალიყურის გამო არ დაუკავებიათ. საქმე უფრო რთულადა. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს რეჟიმი კრიტიკის გამო ასამართლებს, ასე ამ ფორმით კი ივანიშვილის პარტიას სურს ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის მოკლას.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.