თბილისში ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში იმართება

20.01.25 20:16
თბილისში ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში იმართება

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ქართულ ამერიკული მეგობრების მარში დაიწყო. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. 

მსვლელობა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად იმართება. ამ ფორმით კი დემონსტრანტებს სურთ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება, რომ ახლა ამერიკასთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ ვუგზავნით მესიჯს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომ ეს რეჟიმი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას"  - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა, რომელიც მსვლელობაში იღებს მონაწილეობას. 

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, პარტნიორობა იყო უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისთვის, გაძლიერებისთვის. თანამშრომლობა იყო თავდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, უამრავი მიმართულებით.

ამიტომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი მოკავშირეები მაშინ, როდესაც გვყავს ისეთი მტერი, როგორიც რუსეთია. დასავლეთთან კავშირი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს რეჟიმი რასაც აკეთებს, არის ამ ურთიერთობების დაზიანება, წვავს ხიდებს დასავლეთთან და დაუცველად ტოვებს ჩვენს ქვეყანას საფრთხეების წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მესიჯი არის, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველო ამერიკის ურთიერთობას. ჩვენ ვუგზავნით მესიჯს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომ ეს რეჟიმი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას'', - ამბობს ტატო ქელბაქიანი.

მსგავსი სიახლეები