სასამართლომ ოთარ კვარაცხელიას და რატი ტყემალაძეს 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

20.01.25 20:44
სასამართლომ ოთარ კვარაცხელიას და რატი ტყემალაძეს 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდმარღვევად ცნო და მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე 18 იანვარს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174- პრიმა მუხლითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები