56 სართული 47-ს ნაცვლად - ნოშრევან ნამორაძემ ცათამბჯენის შეცვლილი პროექტი მერიასთან დაჩქარებული წესით შეათანხმა

21.01.25 00:06
56 სართული 47-ს ნაცვლად - ნოშრევან ნამორაძემ ცათამბჯენის შეცვლილი პროექტი მერიასთან დაჩქარებული წესით შეათანხმა

"ქართული ოცნების" უმსხვილესი შემწირველი ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე ვაკეში 230 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს - Commersant-ის ცნობით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის შენობა განთავსდება.

ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, VR Vake Skyview საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

  • ნოშრევან ნამორაძემ ცათამბჯენის შეცვლილი პროექტის მშენებლობის ნებართვა გასული წლის ბოლოს, დაჩქარებული წესით შეათანხმა.

ტერიტორიის ჯამური ფართობია 18664 კვ.მ-ია. ეზოში გამწვანებული ტერიტორიების საერთო ფართობი იქნება მინიმუმ 5639.1 კვ.მ.

მოხდა პროექტის ცვლილება, რაც ითვალისწინებს:

- შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობა შედგებოდა  47 მიწისზედა სართულისგან, ცვლილების შემდგომ სართულების რაოდენობა შეადგენს 56 -ს;

- შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან იყო 180 მ, ცვლილების შემდგომ შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან შეადგენს 230 მ-ს;

- შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის ტიპიურის სართულის სიმაღლე შეადგენდა 3.60 მ-ს, ცვლილების შემდგომ შენობის ტიპიური სართულის სიმაღლე 3,70 მ-ია;

-მიწის დონის ქვედა  სართულები იყო 4 (ნიშნულებით :-3.500, -6,400. -9,300, -12.200 ) ცლილების შემდგომ სართულების რაოდენობა გაიზარდა 2 -ით ( ნიშნულებით : -5 სართული  -15.100 და -6 სართული -18.000 ნიშნული);
- ავტოსადგომების რაოდენობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით იყო : 310 ცვლილების შედეგად, ორი სართულის დამატების შემდგომ  პარკინგების რაოდენობა შეადგენს: 643", - ნათქვამია შეცვლილი პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები