ასე მიულოცეს დაბადების დღე მოქალაქეებმა მოსამართლეს, რომელმაც სინდისის პატიმრები ციხეში დატოვა

21.01.25 11:14
ასე მიულოცეს დაბადების დღე მოქალაქეებმა მოსამართლეს, რომელმაც სინდისის პატიმრები ციხეში დატოვა

მოსამართლეს, რომელმაც სინდისის პატიმრები პატიმრობაში დატოვა მოქალაქეებმა დაბადების დღეს საპროტესტო წარწერებით მიულოცეს.

"მონა", "რუბლებზე გაყიდული" - ასეთი სიტყვებითაა აჭრელებული ახლა ქეთევან ჯაჭვაძის საცხოვრებელი სახლის კარი და სადარბაზო. ეზოში კი რეჟიმის მოსამართლეს დიდი ასოებით დაუწერეს "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს". 

დღეს დაბადების დღე მივულოცეთ,  ბიძინას რუსულ რუბლებზე გაყიდულ, მონა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ✊🏻✊🏻✊🏻

ყველასთან მოვალთ! 

თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს!

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 9 დაკავებული პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლემ 10 იანვარს გამოაცხადა. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მსგავსი სიახლეები