თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - დაკავებულის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

11.09.21 17:07
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - დაკავებულის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე - ამ წუთებში 49 წლის შალვა მელიქიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

დაკავებულის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილის თქმით, მელიქიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ისაუბრებს.

დაკავებულის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდები, მერე მოგახსენებთ ყველაფერს. მე ბრალდებულის თანხმობის გარეშე ვერაფერს გაგიცხადებთ“, - აცხადებს გარსევანიშვილი.

მელიქიშვილის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.