"ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე შეიძლება გვქონდეს კიდევ ერთი რეზოლუცია" - კოლსი "ოცნებას" მძიმე დღეებს უანონსებს

21.01.25 12:11
"ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე შეიძლება გვქონდეს კიდევ ერთი რეზოლუცია" - კოლსი "ოცნებას" მძიმე დღეებს უანონსებს

ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი "ოცნებას" მძიემ დღეებს უანონსებს. როგორც ის "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე შეიძლება გავიდეს კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც არალეგიტიმური მთავრობის მიმართ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმას ისახავს მიზნად. 

"ევროპარლამენტის მომდევნო სესიისას შეიძლება გვქონდეს კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოზე კონკრეტული მოწოდებებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმართ, რომ მათ გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები იმ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ წნეხის განსახორციელებლად, რომლადაც ახლა "ქართული კოშმარი" იქცა", - ამბობს კოლსი.

მსგავსი სიახლეები