აქციის მონაწილეები ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლოში დავით ლომიძის და თემურ ზახოსაშვილის საქმეების განხილვა მიმდინარეობს

21.01.25 13:20
აქციის მონაწილეები ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლოში დავით ლომიძის და თემურ ზახოსაშვილის საქმეების განხილვა მიმდინარეობს

 

აქციის მონაწილეები რეჟიმის განაჩენის მოლოდინში - ამ წუთებში, საქალქო სასამართლოში დავით ლომიძის და თემურ ზახოსაშვილის საქმეების განხილვა იწყება. დღეს მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძე იმსჯელებს.

აქტივისტებს პოლიციელებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მტკიცებულებებში არცერთი აღნიშნული ქმედება არ ჩანს. დავით ლომიძე და თემურ ზახოსაშვილის პროკურატურის ბრალს არ აღიარებენ.

ადვოკატების თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობაზე დააყენებენ შაუმდგომლობას.

გვექნება შეუამდგომლობები, კერძოდ, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტაზე, ასევე მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე. არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს. ისეთი მტკიცებულებებია, სადაც ადამიანის იდენფიცირება უბრალოდ შეუძლებელია", - ამბობს ადვოკატი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები