52 ათას ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს, დანაშაულს აღიარებს - ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

11.09.21 17:35
52 ათას ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს, დანაშაულს აღიარებს - ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალდება წარუდგინეს.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. როგორც ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა,   მელიქიშვილს ბანკში 52 ათას ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს და "სახლს უყიდიდნენ". 

წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა

რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რომელიც მელიქიშვილს ბანკზე თავდასხმისას ჰქონდა, ადვოკატის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ხელყუმბარა ნამდვილია. ადვოკატის თქმით, ის 7 წლის წინ, მზარეულმა აზნის ჭალაში შემთხვევით იპოვა. 

რაც შეეხება დაკავებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, ეს სპეციალური კვლევის საგანია.

მელიქიშვილი ყვარელში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ორი დღის წინ შეიჭრა.