აქციაზე ბიზნესმენს, რომელმაც მინიმუმ $68 ათასი დაკარგა, ასამართლებენ

21.01.25 14:05
აქციაზე ბიზნესმენს, რომელმაც მინიმუმ $68 ათასი დაკარგა, ასამართლებენ

 

აქციაზე ნაცემ მოქალაქეს, რომელმაც სავარაუდოდ, სპეცრაზმელის მიერ დალომბარდებული და შემდეგ გაყიდული ტელეფონის გამო მინიმუმ $68 ათასის კრიპო დაკარგა, ასამართლებენ -  საქალაქო სასამართლოში ავთანდილ კუჭავას პროცესი  წუთი-წუთზე დაიწყება. 

აქტივისტეს, რომელიც  30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებისას სცემეს, პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე "მოწმე" პოლიციელები გამოიკითხებიან.

თავად კუჭავას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოკა კაციტაძის საგამოძებო და ყველა სხვა უწყება ჩააყენა საქმის კურსში, რომ მისთვის ტელეფონი დაებრუნებინათ, სადაც მისი კრიპტო აქტივები იყო დაცული, ამ დრომდე მას არცერთი უწყება არ შეხმიანებია. 

ბიზნესმენი ავთანდილ კუჭავა, ამბობს, რომ 30 ნოებერს აქციაზე “ხარებას“ სპეცრაზმმა ჯერ ცემა და შემდგ კი ის მობილური წაართვა, რომელშიც კრიპტო აქტივებს ინახვდა.

 

მსგავსი სიახლეები