ანდრო ჭიჭინაძის პასუხი მამუკა მდინარაძეს

21.01.25 15:50
ანდრო ჭიჭინაძის პასუხი მამუკა მდინარაძეს

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ივანიშვილის რეჟიმის უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს. 

ციხიდან გამოგზავნილ წერილში, მსახიობი მდინარაძე ახსენებს, რომ ის უდანაშაულოა.  

"მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ", - წერს გლდანის ციხიდან მსახიობი მდინარაძეს.

ცნობისთვის, მდინარაძემ გუშინთქვა, რომ მსახიობს თავდებში ჩაუდგებოდა, "თუ ანდრო გაითავისებდა, რა ჩაიდინა":

შემიძლია, თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ გაითავისებს - რა ჩაიდინა - თქვა მდინარაძემ. 

მამუკა მდინარაძეს გუშინვე უპასუხა მსახიობის დედამ, ლიკა გუნცაძემაც:

„მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და კიდევ 10 დაკავებულს რეჟიმის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მსგავსი სიახლეები