ივანიშვილის დეპუტატი ბსუ-ს რექტორად პროტესტის ფონზე აირჩიეს

21.01.25 16:00
ივანიშვილის დეპუტატი ბსუ-ს რექტორად პროტესტის ფონზე აირჩიეს

 

 

ივანიშვილის დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად პროტესტის ფონზე აირჩიეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტში მყოფი აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.

"სირცხვილია", "მონებო" - სკანდირებდნენ სტუდენტები. 

რექტორობისთვის კანდიდატს 11 წევრიანი აკადემიური საბჭოდან უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ტიტე აროშიძემ ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრების 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილია.

ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობისთვის იბრძოდნენ  ,,ქართული ოცნებიდან'' უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.

 

მსგავსი სიახლეები