სცენის ნაცვლად განსასჯელის სკამზე - სასამართლოში ბაჩო ქაჯაიას საქმის განხილვა იწყება
სცენის ნაცვლად განსასჯელის სკამზე - "ოცნების" რეპრესიები გრძელდება. ოლიგარქის რეჟიმმა მსახიობების ნაწილი ციხეში გამოკეტა, ნაწილის გასამართლება კი გრძელდება.
მოვლენების ეპიცენტრი ახლა საქალაქო სასამართლოა. ოცდამეხუთე დარბაზში მოსამართლე ნინო ენუქიძე მსახიობის და "ტვ პირველის" წამყვანის, ბაჩო ქაჯაიას საქმის განხილვას წუთი-წუთზე დაიწყებს. პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე მსახიობს აქციაზე დგომისა და გზის გადაკეტვის ბრალდებით ასამართლებენ. ადვოკატი ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება არ აქვს საქმეში წარმოდგენილი, რაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას დაადასტურებს.
15 წუთიანი სხვაობა არის იმ დროს, რომელსაც ედავებიან და რა დროსაც არის სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი და ასევე იმ დროს შორის, რა მტკიცებულებებიც არის წარმოდგენილი. გარდა ამისა ნაჩვენები არის, როგორ დგას ხალხი ქუჩაში და არ არის უშაულოდ გზის გადაკეტვის პროცესი. როდესაც ედავები ვინმეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობას, ეს აუცილებლად უნდა აჩვენო. ჯერჯერობით მტკიცებულებად არ არის წარმოდგენიოლი არცერთი ვიდეო, რომელიც ამას დაადასტურებს და იმის ჩვენება, რომ ვიღაც პროტესტსზე დგას, ეს არათუ სამარცხვინო, არამედ საამაყოა დღეს", - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
ადგილზე იმყოფებიან მსახიობები, რომლებიც ბაჩო ქაჯაიას სოლიდარობას უცხადებენ.
"ჩვენ ამ ქვეყნის კარგი მომავალი გვინდა და ჩემნაირი და ბაჩოსნაირი ადამიანები იქ დგანან მშვიდობიანად და ჩვენ სწორედ იმიტომ ვდგავართ, რომ ვიცავთ სამართლიანობას, ძალაუფლებების ბოროტად გამოყენებას, შესაბამისად ჩვენი სასამართლოები ძაან სასაცილოა", - ამბობს მსახიობი ანა ტყებუჩავა.